ბრალდებულს, რომელმაც მეუღლეს დანით 16 ჭრილობა მიაყენა, 16 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ხ.ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბრალდებულ ხ.ნ.-ს ბრალად ედებოდა ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლისთვის ე.გ.-ის დანით თექვსმეტი ჭრილობის მიყენება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გაზაფხულზე მოხდა.
„საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხ.ნ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით სურდა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა სისასტიკით, ითვალისწინებდა შედეგებს და შეგნებულად უშვებდა მას, შესაბამისად, სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში“, – აღნიშნულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
პირს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს 16 ჭრილობა მიაყენა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
2017/11/30 15:06:32

კომენტარები
ნანახია: 983 ჯერ