საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აცხადებს, რომ 51-ე სკოლისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორების გათავისუფლების საკითხზე განათლების სამინისტროში მსჯელობა არ მიმდინარეობს.
“ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას და როდესაც გვექნება სრული ინფორმაცია და სრული სურათი, რა მოხდა, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას იმის შესახებ, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე ვერ დავიწყებ დირექტორების ქმედებების შეფასებას, ვიდრე არ გვექნება გამოძიების დასკვნა და სრული სურათი”, – განაცხადა ლია გიგაურმა.
კომენტარები