სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება პიროტექნიკის საკითხს უკავშირდება, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის ეს კომენტარი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების მიერ მოსწავლეების ჩანთების შემოწმებას უკავშირდება.
“ეს დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან. ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლაში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა”, – განაცხადა ჩხენკელმა.
კომენტარები