“მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ღმერთი სამართალს არ კარგავს ქვეყანაზე. აი მაგალითი: წელიწადი და 8 თვე ველოდებოდი მის აღდგენას. შარშან მარტში გამათავისუფლეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, გამიწყვიტეს უვადო ხელშეკრულება და 28 წლის მუშაობა “წყალში ჩამიყარეს”. გათავისუფლების ბრძანებაში მიზეზად ეწერა; “იმის გამო რომ, შაბათ-კვირას არ აქვს მუშაობის საშუალება, გათავისუფლდეს თანამდებობიდანო.” შაბათ-კვირაში იგულისხმებოდა ის კონკრეტული საათები, რომლის მოცემაც ვითხოვე, რომ წირვა-ლოცვას არ დავკლებოდი, რადგან კონტრაქტში ისედაც მხოლოდ ორშაბათი-პარასკევი მქონდა სამუშაო დღეები, მათ კი ჩემი თხოვნის მიუხედავად, მაინცდამაინც შაბათ-კვირას დანიშნეს გადაღებები. პროცესზე ადვოკატის გარეშე მივედი, რადგან ადვოკატი ავად იყო და მართალ ადამიანს კი მარტო არასოდეს ტოვებენ გაჭირვებაში. პატიოსან მოსამართლეს, ირაკლი კოპალიანს, მხოლოდ 20 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ სიტუაციაში გარკვეულიყო და საზოგადოებრივი მაუწყებლის გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა და ბევრად მეტი სასჯელი და კომპენსაცია დაეკისრებინა ვიდრე ველოდი! გამაგრდით ადამიანებო, ღმერთი არასოდეს გვტოვებს, მთავარია ჩვენ არ შევაქციოთ ზურგი!!!”-წერს შარაშიძე
“მოსამართლეს მხოლოდ 20 წუთი დასჭირდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამამტყუნებელი განაჩენი რომ გამოეტანა”
2017/12/15 00:22:30
ნანახია: 1277 ჯერ