“იცით, რას გეტყვით? მართალია, მელიას თავზე თმა არ აქვს, მაგრამ რაც აქვს, ის რომ თავისითაც კი ჩამოუვარდეს, კაკო ბობოხიძეს ვერ გადაურჩებით, თქვე ფარჩაკებო!“, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი დეპუტატ აკაკი ბობოხიძის გუნინდელ განცხადებას, რომელიც მან პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
“მოგიწევთ იმის მოსმენა, რაც თქვენ ნაზ ყურებს არ მოსწონს. შეეგუეთ, რაც არ უნდა ბევრი იყოთ, ოპოზიციას დაშინებით, მუქარით, ხმაურით ვერ დაელაპარაკებით. ერთი რამეც იცოდეთ – ვერც ვერასდროს ვერაფერს უზამთ და თან გაუფრთხილდით – თავზე თმა არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ რაც აქვს, ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს, იმიტომ რომ ბატონო პრემიერო, ვიღაც პროვოკატორმაც რომ რამე ქნას, დაგბრალდებათ თქვენ”, – განაცხადა გუშინ ბობოხიძემ.
კომენტარები