სასტუმრო “რუმს თბილისში” ხანძარია, გაჩენილ ხანძარს 15 სახანძრო მანქანა ებრძვის. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებული არ არის.
შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სასტუმროდან სრულად მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
კომენტარები