დედაქალაქის მერი კახა კალაძე სასტუმრო “რუმს თბილისში” გაჩენილი ხანძარის ადგილზე მივიდა და სიტუაციას ეცნობა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სასტუმრო “რუმს თბილისში” გაჩენილი ხანძრიდან რამდენიმე წუთში ადგილზე 15 სამაშველო ბრიგადის მობილიზება მოხდა. შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
კომენტარები