კახა კალაძის ინფორმაციით, სასტუმრო „რუმს თბილისში“ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
მან ჟურნალისტენთან საუბრისას აღნიშნა, რომ არ არიან დაშავებულები და დროულად მოხდა ხალხის ევაკუაცია. “როგორც მეხანძრეები ამბობენ, ცეცხლი ბოლო სართულზე სახურავზე გაჩნდა. კერა იქ არის აღმოჩენილი, თუმცა მუშაობა გრძელდება და გამოძიება დაადგენს, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მან მეხაძნრეებს, სამაშველოს სამსახურის და შსს-ს თანამშომლებს მადლობა, რომელებიც ამჟამად ადგილზე მუშაობენ.
კომენტარები