„დინამო არენასთან“ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა.
სამსახურის ცნობით, ერთი დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში ღამის საათებში გაჩნდა.
ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.