ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გული მერევა როცა საზოგადოება აღშფოთებას გამოხატავს მწერლის თუ პოეტის უფლებების დარღვევაზე, ხოლო უბრალო მოკვდავთა უფლებებს უნებლიედ სტატისტიკაში და “მასოვკაში” ატარებს. სულ არ მაინტერესებს, პოეტი დაიჩაგრა, მხატვარი, გინეკოლოგი, ბირჟავიკი თუ ასტრონომი. ამ ქვეყანაში მგონი ვაშენებთ თანასწორთა და არა ელიტების სახელმწიფოს. ამიტომ პოლიციელისგან კანონდარღვევაზე მკაცრი რეაქცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში. ამოვიგდოთ თავიდან ეს ელიტიზმები და ყველა თანასწორად დავიცვათ უკანონობისგან“.
კომენტარები