აჰმედ ჩატაევი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადასვლამდე ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ეს ბინა რამაზ მარგოშვილსა და კიდევ ერთ ბრალდებულს ჰქონდათ ნაქირავები. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
აღნიშნულს ადასტურებს ერთ-ერთი მეზობელიც. ის აცხადებს, რომ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა და ფოტოებზე ამოიცნო ის ბრალდებულები, რომლებიც ბინაში რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრობდნენ.
მისივე თქმით, მეზობლებს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
„დამიბარეს მოდულის შენობაში დაკითხვაზე და მანახეს ფოტოები. ამოვიცანი ეს ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობდა ოქტომბრის თვეში. არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია, პირიქით, ძალიან წესიერად და კარგად იქცეოდნენ. დაახლოებით რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ ისინი აქ. ორ ადამიანს ვხედავდი, ვინ მიდიოდა ან მოდიოდა, არ ვიცი, მაგრამ დამიბარეს მოდულში და ამოვიცანი ეს ადამიანები“, – აცხადებს მეზობელი.