წალენჯიხის ქუჩაზე ძაღლის დაშავების ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4 იანვარს, ღამის საათებში, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, ისნის რაიონში, წალენჯიხის ქუჩაზე, მძიმედ ტრამვირებული, მომაკვდავი ძაღლი იმყოფებოდა.
ადგილზე სააგენტოს მობილური ჯგუფი მალევე გამოცხადდა, რომელმაც ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაიყვანა. მთელი ღამის განმავლობაში, ძაღლს ოპერაცია და შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. თავშესაფრის ვეტპერსონალის ძალისხმევით, მისი გადარჩენა მოხერხდა.
მერიის ცნობით, ცხოველი ამჟამად რეაბილიტაციას გადის და ვეტექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული აქვთ.
წალენჯიხის ქუჩაზე ძაღლის დაშავების ფაქტს სამართალდამცველები სწავლობენ
2018/01/04 14:13:45
ნანახია: 956 ჯერ