შინაგან საქმეთა სამინისტრო კარიერული წინსვლის ფორუმს მასპინძლობს. 13 უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ 200-მდე სტუდენტს საშუალება მიეცემა, უწყებაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე დასაქმდნენ.
ფორუმს პრემიერ-მინისტრი დაესწრო, სტუდენტებს მიმართა და შს მინისტრ მღებრიშვილს, მის გუნდს მადლობა გადაუხადა.
“როდესაც ასეთ ახალგაზრდებს ვხედავ, ოპტიმიზმით ვივსები. დღეს სასიამოვნი დღეა. ეს არის ერთგვარი ღია კარის დღე პოლიციისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის. ახალგაზრდების ჩართულობა რეფორმებისა და ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის მომავალის შექმნას მხოლოდ და მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შეძლებენ. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მინდა, გისურვოთ წარმატებები, რადგან თქვენს წარმატებაზე არის დამოკიდებული თითოეული ადამიანის უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, რაც არის უზენაესი მიზანი ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისათვის”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მიესალმება შსს-ს სურვილს, გაზარდოს აკადემიის დაფარვის და ფუნქიონირების მასშტაბი, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად.
“ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები განათლების მიმართულებით. განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სფერო ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, სწორედ შსს და პოლიციის აკადემიის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის ძალიან თამამი. ჩვენი მხრიდან კი, მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.