ჩვენ არაფერს ვეწინააღმდეგებით, არც მშენებლობას, არც განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ჩარჩოებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ჩამოვყალიბდეთ რა ფორმით ვიმუშავებთ. ეს არის პირველი სამუშაო შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა უკვე გაიმართება “სითი ინსტიტუტთან“. ახლად შექმნილ ჯგუფს უხელმძღვანელებს ილია ელოშვილი, მეც ჩართული ვიქნები თავიდან ბოლომდე, ვინაიდან თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში არსებობს და ყველა ვხედავთ, სადამდეც მივედით. ნამდვილად გაუსაძლისია ასე ცხოვრება და ამ რიტმით გაგრძელება. ჩვენ არაფერს ვეწინააღმდეგებით, არც მშენებლობას, არც განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ჩარჩოებში, რომ სწორად და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველაფერი ქალაქის განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.