“მარშალპრესის” ინფორმაციით, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა სუბელიანი სცემეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სუბელიანი აქტივისტებთან ერთად საქეიფოდ ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარედ იმყოფებოდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მეზობელი მაგიდიდან “ნაციონალური მოძრაობისა” და კობა სუბელიანის მისამართით უარყოფითი მესიჯები გაჟღერდა, რის შემდეგაც შელაპარაკება მოხდა სუბელიანსა და სხვა სუფრაზე მყოფთ შორის. შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კობა სუბელიანი აღნიშნულ ფაქტს “მარშალპრესთან” საუბარში უარყოფს. “მსგავსი არაფერი ყოფილა”, – აცხადებს სუბელიანი.
კომენტარები