მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, თბილისის მერს, კახა კალაძეს ელოდებიან, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ჭერი ვარკეთილის მეტროში დაახლოებით 20 წუთის წინ ჩამოინგრა.
კომენტარები