დოდო გუგეშაშვილი ისევ რეანიმაციაში რჩება და ჯერ კიდევ არ იცის შვილის გარდაცვალების ამბავი. მხედრიონის ყოფილი ლიდერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშაა და უცნობია გადაიყვანენ თუ არა პალატაში. ასევე გაურკვეველია როდის დაკითხავენ მას გამომძიებლები.
დოდო გუგეშაშვილს რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში უცნობი პირი დაესხა თავს. დამნაშავემ მისი შვილი ადგილზე, რამდენიმე გასროლით მოკლა, თავად გუგეშაშვილი კი გულ-მკერდის არეში დაჭრა.
კომენტარები