დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე გადაიყვანეს. გუგეშაშვილის მეგობრის დავით მუხიგულის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ვაჟს ნოდარ გუგეშაშვილს 15:00 საათზე დაკრძალავენ.
“გუშინ, როდესაც პანაშვიდზე იყო, ნერვიულობაზე წნევამ აუწია, მაგრამ ექიმები მზადყოფნაში არიან, რომ არ იყოს ნერვული სტრესი. 15:00 საათზე იქნება დაკრძალვა. სამ საათამდე იქ გვეყოლება და მერე ისევ დავაბრუნებთ კლინიკაში. მას ამ დრომდე არ უსაუბრია მომხდარის მოტივებზე, უბრალოდ ის თქვა, რომ არავითარი პოლიტიკური ფაქტორი არ არის“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა.
კომენტარები