დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეოკამერების ჩანაწერის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმის ფარგლებში მოხდა. პრეზენტაცია ამ წუთებში „რედისონში“ იმართება.
ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადის გაგრძელებაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე განხორციელდა. ცვლილებებით ჩანაწერის შენახვის ვადა აქამდე არსებული 24 საათიდან 120 საათამდე გახანგრძლივდა, რაც დაკავებულის დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის სრულ პერიოდს მოიცავს.
კომენტარები