გამოყენებითი ურთიერთობებიდან უნდა გამოვიდეთ და ევროკავშირი კი არ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ქვეყანა უნდა განვავითაროთ, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია ჩვენ არ შეგვცვლის და პრობლემებს არ გადაგვიწყვეტს. პრობლემები თავად უნდა გადავწყვიტოთ და უნდა ვისწავლოთ, ისევ როგორ გავხდეთ ევროპელები.
“ეს ჩვენი მემკვიდრეობაა, რაც უნდა გავაგრძელოთ. არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ. ილუზიებით და მითებით ცხოვრება არ ვარგა. ევროპა საქართველოსთვის ერთადერთი პერსპექტიული გზაა. ძალიან მაინტერესებს, რუსეთი, რომელმაც საკუთარ საზოგადოებას მითების გარდა ვერავითარი პერსპექტივა ვერ მოუტანა, რომელიმე მეზობლისთვის მიმზიდველი და პერსპექტიული როგორ უნდა გახდეს?! მასთან, რაც შეიძლება დალაგებულ ურთიერთობებში რომ უნდა ვიყოთ, ეს ელემენტარულია, რადგან რეალური პოლიტიკა ამას მოითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პერსპექტივა შეიცვალა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.