თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე გუშინ ავარია მოხდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. თვითმხილველთა განცხადებით, ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სტაციონარში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატანსპორტო საშუალების მოძრაობს ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები