ბათუმში ქვეითს მოპედი დაეჯახა. შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციული შენობის სიახლოვეს მოხდა. 44 წლის მამაკაცი ღია მოტეხილობებით, თავის არეში ჭრილობებით და სისხლდენით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, მოპედი თავდაპირველად ტროტუარზე არსებულ ბოძს დაეჯახა, შემდეგ უკვე ახლოს მდგომ ქვეითს.
შსს-ს ინფომაციით საავადმყოფოშია გადაყვანილო მოპედის მძღოლიც. ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
კომენტარები