სასჯელის ზომა ადეკვატურია იმ დანაშაულის გათვალისწინებით, რაც მათ ჩადენილი აქვთ, – ამის შესახებ პროკურორმა ლევან ადეიშვილმა კუდის და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
პროკურორის თქმით, კუდის და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული დადასტურდა, როგორც კომპიუტერული ვირუსების უკანონოდ შექმნაში, ისე ტვირთების დაზიანებაში და სურმავას ეპიზოდში.
“სასამართლომ განმარტა, რომ მთლიანად დადასტურებულად მიაჩნია გაფლანგვის ნაწილში, რომ თანხა გადასცა ხიზანიშვილმა სურმავას, უბრალოდ განმარტა, რომ კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმება გაფლანგვას, რათა თანხა არ იმყოფებოდა ხიზანიშვილის მართლზომიერ მფლობელობაში და ეს ქმედება მოიცავს უფლებამოსილების გადამეტებას და უფლებამოსილების გადამეტებით მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა. მიგვაჩნია, რომ მთლიანად დადასტურდა ყველა წარდგენილი ბრალდება, უბრალოდ ერთ-ერთ ეპიზოდში ეს გაფლანგვის ეპიზოდია. სასამართლომ მიიჩნია, რომ არასწორად იყო კვალიფიკაცია მიცემული. ხიზანიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას და გაფლანგვას ვედავებოდით.
უფლებამოსილების გადამეტებას უკანონო ჩანაწერების ატვირთვისათვის ვედავებოდით. ხიზანიშვილმა არ უარყო, რომ ეს თანხა მან ამოიღო შსს-ს დაცული სეიფიდან და მისცა ბესარიონ სურმავას.
ლევან ქარდავას მიმართაც წარდგენილი მუხლი, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია. ასევე 2 ეპიზოდით იყო ბრალდებული ვაჟა ლელუაშვილი, უფლებამოსილების გადამეტება და კომპიუტერული ვირუსის შექმნა, რასაც ვედავებოდით, ფაქტობრივად, ყველაფერი დადასტურდა. ერთადერთი ხიზანიშვილის მუხლის კვალიფიკაციააში შესწორება შეიტანა. როცა ჩაგვბარდება განაჩენი, თუ მივიჩნევთ, რომ გაფლანგვის გადაკვალიფიცირების ნაწილში არ არის დასაბუთებული, გავასაჩივრებთ. რაც შეხება სასჯელის ზომას, ადეკვატურია იმ დანაშაულის გათვალისწინებით, რაც მათ ჩადენილი აქვთ”, – განაცხადა ლევან ადეიშვილმა.
”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა დღეს შეეფარდათ. უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა განესაზღვრათ.
პროკურატურა – სასჯელის ზომა ადეკვატურია იმ დანაშაულის გათვალისწინებით, რაც მათ ჩადენილი აქვთ
2016/06/28 12:54:10
კომენტარები
ნანახია: 1824 ჯერ