სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დარიალის ხეობაში იმყოფებოდა.
სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პროცესში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული.
”მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მთავარი ამოცანა თერგის ძველ კალაპოტში დაბრუნებაა, რაც ხვალისთვის მოხერხდება. ამის შემდეგ გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
კომენტარები