თეთრმა სახლმა ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საზარელ ტერორისტულ თავდასხმას თურქეთში, სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში… ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლაში, ჩვენს ყველა მეგობართან და მოკავშირესთან ერთად, მტკიცედ ვუჭერთ მხარს თურქეთს, ჩვენს ნატო-ს მოკავშირესა და პარტნიორს”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
კომენტარები