„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანება მიხეილ სააკაშვილის სურვილი არ ყოფილა და ის სხვა პარტიებიდან მოდიოდა.
„რა გადაწყვეტილების მიღება უნდა იმას, რომ პარტია ასხივებდეს თავმოყვარეობას მაშინ, როდესაც კოალიციაშია, სადაც მის ლიდერს 24 საათი აგინებენ?! ამას მიშას ნებართვა სჭირდებოდა?! დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციაში ყოფნა არცერთ ეტაპზე მისი [სააკაშვილის] სურვილი არ იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე. დარწმუნებული ვარ, რომ მიშას სურვილი რომ ყოფილიყო, ალიანსში არ იქნებოდნენ ამდენი ხანი, მაგრამ სხვა პარტიების სურვილი იყო, რომ ყოფილიყვნენ“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
კომენტარები
