სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად ათობით დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” ორგნიზებულია. ამჟამად სპეციალისტები აეროპორტის კამერების ვიდეოჩანაწერებსა და თვითმხილველების მიერ მობილურით გადაღებულ ვიდეოკადრებს სწავლობენ, რათა თავდამსხმელთა ვინაობა დაადგინონ.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.
კომენტარები