თურქმა სამხედროებმა თურქეთ-სირიი საზღვარზე ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ორი წევრი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu უსაფრთხოების სამსახურზე დაყრნდობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი მოკლული – მუჰამედ არაბი ანკარასა და ადანაში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა. ის სამართალდამცველების მიერ იძებნებოდა. გამოძიების ცნობით, მუჰამედ არაბი პოტენციური თვითმკვლელი ტერორისტი იყო.
უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მუჰამედ არაბი და კიდევ ერთი მამაკაცი თურქეთის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთად ცდილობდნენ. მათ მესაზღვრეების გაფრთხილება უგულვებელყვეს, რის შედეგად მათ ცეცხლი გაუხსნეს.
მოგვიანებით გაირკვა მეორე მოკლულის ვინაობა, ის სირიელი მუჰანად ჰალადი იყო.
კომენტარები