ბათუმში “ნაციონალურ მოძრაობის” ოფისთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პარტია „სახალხო ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა სულხან მოლაშვილის ფოტოები მიიტანეს წარწერით „მკვლელებო“ და ოფისის გარე ფასადზე გაკვრას ეცადნენ.
პლაკატების გაკვრის წინააღმდეგ წავიდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„სახალხო ხელისუფლების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სულხან მოლაშვილის სიცოცხლე ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიხლიანმა რეჟიმმა შეიწირა, რის გამოც პასუხი უნდა აგოს და ბოდიში მოიხადოს თითოეულმა მათგანმა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციის ორგანიზებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
კომენტარები