მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა გადაცემა „ანფასში“ გულახდილად ისაუბრა იმ პლასტიკურ ოპერაციებზე, რაც დღემდე აქვს გაკეთებული.
– ვგიჟდები პლასტიკურ ქირურგიაზე, ზოგადად ერთს თუ გაიკეთებ, მეორეც გინდა, და მერე კიდევ რაღაც არ მოგვწონს. პლასტიკური ქირურგიის შედეგები ნანახი გვაქვს და მგონი, ათ წელიწადში მათ ჩემი ფოტოც მიემატება პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლების სტენდზე. შარშან გავიკეთე პირველად მკერდის ოპერაცია, დავიპატარავე. ამას პირველად ვამბობ, ყველას ეგონა, რომ გადიდებული მქონდა, ასეთი მკერდი გენეტიკურად მაქვს“.
კითხვაზე აქვს თუ არა საჯდომი გაკეთებული ნინამ უპასუხა, რომ ცოტა კორექცია გაიკეთა და ცოტა ივარჯიშა და ასეთი შედეგი მიიღო.
რომ ვამბობ, შემდეგი რა გავიკეთო- მეთქი, მეუბნებიან, შემდეგი ტვინი იყოსო.
კომენტარები