ერაყში ისლამური სახელმწიფოს ორი ლიდერია ლიკვიდირებული. პენტაგონის ინფორმაციით, დაჯგუფების გავლენიანი წევრები მოსულში განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპნენ.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში ლიკვიდირებული ტერორისტების ვინაობაც დაასახელეს.
უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული ისლამური სახელმწიფოს ე.წ. ომის მინისტრის მოადგილე, ბასიმ აზ-ბაჯარია, მეორე კი საველე მეთაური ჰატიმ თალიბ აზ-ხამდუნი.
კომენტარები