რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერის პოსტის მეორე ვადით დასაკავებლად იბრძოლებს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
„არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა უკვე განვაცხადე. ახლახან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყველა საჭირო დოკუმენტიც შევიტანე. ყველა მათგანი უკვე შეამოწმეს და მოთხოვნებთან შესაბამისად სცნეს. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არჩევნები მსოფლიო პრაქტიკაში ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული გზით ჩატარდება“, – განაცხადა ჩეჩნეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა.
კომენტარები