სარფში მხარდამჭერები “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლას ელოდებიან.
მხარდამჭერები სარფის გამშვებ პუნქტთან დროშებითა და პარტიის ატრიბუტიკით შეიკრიბნენ. მათ წარწერებიც გააკეთეს: “ხულო, შუახევი, ქედა, ბათუმი შენს გვერდითაა”.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის პირველი ნომერი იქნება.
კომენტარები