ბატონი მოლაშვილი ციხეში არ უწამებიათ, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტის შეკითხვას, გრძნობს თუ არა მორალურ ან სამართლებრივ პასუხისმგებლობას “ნაციონალური მოძრაობა” სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო.
კანდელაკის თქმით, მოლაშვილის გათავისუფლებიდან 10 წელი გავიდა.
“10 წელი გავიდა მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ უწამებიათ ბატონი მოლაშვილი ციხეში, ისევე როგორც ბატონი მირცხულავა”,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში ღვიძლის უკმარისობით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მოლაშვილის ცხედარი თბილისში 2 დღის წინ ჩამოასვენეს, მას ხვალ 15:00 საათზე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მისი გარდაცვალება საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა წინა ხელისუფლებას დაუკავშირეს და მოლაშვილსა “ნაციონალური მოძრაობის” სასტიკი რეჟიმის მსხვერპლი უწოდეს.
გიორგი კანდელაკი – არ უწამებიათ ბატონი მოლაშვილი ციხეში, ისევე როგორც ბატონი მირცხულავა
2016/07/04 21:11:01
ნანახია: 8379 ჯერ