თურქეთის პტრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ირანის გარშემო კონფლიქტი გეოსტრატეგიულ ჩიხშია შესული.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ომის დასასრულებლად ძალისხმევა უნდა გააქტიუროს.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა და მარკ რუტემ განიხლეს რეგიონული და გლობალური საკითხები, ასევე საკითხები, რომლებიც ეხება ნატო-ს.
კომენტარები
