ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ტერასულ ნამოსახლარზე მიმდინარე არქოლოგიური სამუშაოების დროს, მტკვარ-არაქსის კულტურის ნასახლარსს მიაკვლია, რომელიც დაახლოებით 5000 წლის წინანდელ კულტურას წარმოადგენს.
ასპინძის მუნიციპლაიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ჭობარეთში აღმოჩენილი მასალები ძველი წელთაღრიცხვის IV . ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება. აღმოჩენილია: ქვის ნაგებობები საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით, კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობა.
კომენტარები