წლის და რვა თვის ბავშვი მერვე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. შემთხვევა რუსთავში, XV მიკრო-რაიონში, დღეს დილით 7:10 წუთზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ამ დროს მშობლებიც იმყოფებოდნენ, როგორც მეზობელი აღნიშნავს, ბავშვი თავდაპირველად სარეცხის საფენ თოკებს, შემდეგ ხეს და ბოლოს მიწაზე დაეცა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ბავშვის გადაყვანა “კლინიკა რუსთავში” მოხერხდა სადაც აღნიშნავენ რომ – “შემოყვანილი იქნა კომაში, ქალა-ტვინის მძიმე ტრამვით, გაეწია პირველადი დახმარება რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა იაშვილის სახელობის კლინიკაში”.
იაშვილის სახელობის კლინიკაში აღნიშნავენ , რომ ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, –“იმყოფება რეანიმაციაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ჩაუტარდა 1 ოპერაცია, არის აპარატულ სუნთქვაზე”.