ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ,,ცხელი ხაზი”.
კომენტარები