ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში 50 წლამდე ასაკის ქალი, ბოსტანში მუშაობის დროს, გველმა დაკბინა. ის თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
კომენტარები