გარემოს ეროვნული სააგენტო, 6-8 ივლისის ჩათვლით მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
„6 ივლისს – 16:00 საათიდან უმეტესად ღრუბლიანი ამინდი ფიქსირდება.
მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: +17, +22° იქნება.
7 ივლისს – დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა ღამით +11, +13° იქნება, დღისით კი +22, +24°.
რაც შეეხება 8 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა ღამით +10, +12° იქნება, დღისით კი ჰაერი +28, +30°-მდე გათბება“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
როგორი ამინდია მოსალოდნელი მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე
2018/07/06 19:34:02

ნანახია: 818 ჯერ