დღეს დილიდან, ჭუბერის ხეობაში, დროებითი ხიდის დამონტაჟების სამუშაოები დაიწყო. ხიდი ჭუბერის ცენტრში მონტაჟდება.
საავტომობილო გზების გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროებითი ხიდის სამშენებლო სამუშაოები 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას ძველ კალაპოტში დაბრუნება.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტექნიკა მუშაობს და გზის გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზეც. გუშინ, საღამოს საათებში შესაძლებელი გახდა ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
კომენტარები