ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი, სოციალურ ქსელში, თბილისის ყოფილი პროკურორის ვალერი გრიგალაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება. გრიგალაშვილი წერილში წერს, რომ კონტროლის პალატის ყოფილმა ხელმძღვანელმა სულხან მოლაშვილმა, საკანში ყოფნისას, სხეულზე თერმული დაზიანებები თავად მიიყენა.
“ეს გარეწარი ადამიანი, რომ გარეთ დასეირნობს და დაკავებული არ არის, სწორედ ეს არის, ერის და ამ ხელისუფლების ტრაგედია… ასეთი კორუმპირებული და ყველაფრის მკადრებელი არადამიანი, პროკურატურის სისტემას, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მართლა არ ჰყოლია… ეს ადამიანი თავის თანამდებობაზე ყოფნის დროს, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აშანტაჟებდა და ფულებს აწერდა, ზოგს ქეშად და ზოგსაც უძრავი ქონების სახით….არ დამიწყოთ ახლა ძალადმაცხონე პროკურატურის წარმომადგენლებმა, ვაიმე არ ვიცოდით ამის შესახებ და პირველად ახლა გავიგეთ, არსებობს თუ არა ამის შესახებ მტკიცებულებებიო…. თქვენ ყველაფერი იცით და ისიც კარგად იცით, ეს თახსირი ადამიანი, რასაც სჩადიოდა ქალაქის პროკურორად მუშაობის დროს, ასევე ისიც იცით, ვის აწერდა ფულებს და ისიც, თავის თანამდებობას ბოროტად რომ იყენებდა, ისიც იცით ბატონებო, მიხეილ სააკაშვილს ეგ გარეწარი რომ უნდა აეყვანა და სპეცოპერაცია რომ დაიგეგმა, მას მისმა თანამონაწილე ტიპებმა ინფორმაცია მიაწოდეს ამის შესახებ და ქალაქის პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა, სასწრაფოდ პიარ-სპექტაკლი რუსთავი 2-თან ერთად დადგა და მან, სწორედ იმ ყოფილი ჩინოვნიკების სახლების ფოტოები ააფრიალა რუსთავი 2-ის ეთერში, რომლებთანაც თავად “მეგობრობდა” და ასევე, მან “მეგობრებს” უამრავი ქონება დააწერა… მაშინ ამ არაკაცს, თავისი დეპუტატი ძმა ნოდარ გრიგალაშვილი მფარველობდა…(არ ვიკადრებ და მასსავით, მის გარდაცვლილ ძმას არ შევეხები, თორემ უამრავი ფაქტები არსებობს…) პროკურორმა გრიგალაშვილმა მაშინ, სწორედ ხსენებული სპექტაკლით, თავი გადაირჩინა… ყველას გვახსოვს ჯიბღაშვილის საქმე და სხვა უამრავი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ამ ადამიანმა გააფუჭა… თუკი ვინმეს აინტერესებს, კიდევ ამ ქვეყანაში, ნაციონალი პროკურორების მიერ ჩადენილი დანაშაულობები, მაშინ პირველ რიგში, ეს ნაძირალა უნდა დაიკითხოს… ვალერი გრიგალაშვილი რომ ამბობს, თერმული დამწვრობა თავად მიიღო სულხან მოლაშვილმა და ამის შესახებ მე მითხრაო, რატომ არ დაინტერესდა ამის შესახებ პროკურატურა? საინტერესოა, რატომ არ გაგიჩნდათ პროკურატურაში კითხვა, ეს როგორ მოახერხა ჩამპალ და გაუბედურებულ საკანში მოლაშვილმაო? სად ჰქონდა მას ამის პირობები, საკანში ჰყავდა გრიგალაშვილს მოლაშვილი გამოკეტილი თუ სასტუმროში?!
იცი რა გითხრა შენ, ვალერიკო ბიძია?… დააბრუნე ის წართმეული ფულები და ცოტა ენაც დაიმოკლე, თორემ, წვრილად ჩამოგიკაკლავ ვის რა წაართვი და რამდენი, შე ახვარო!!!”-წერს ჟურნალისტი.