ტყიბულში მინდელის სახელობის შახტთანმეშახტეები არიან შეკრებილები. ისინი შახტის დახურვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საწარმო არ უნდა გაჩერდეს, უნდა შეიცვალოს კომპანიის ხელმძღვანელობა.
მუშები სახელმწიფოსგან დასაბუთებულ გარანტიას ითხოვენ, რომ ვიდრე შახტიამუშავდება, ანაზღაურებას მიიღებენ.
„ვითხოვთ წერილობით დაგვიდასტურონ, რომ ვიდრე გამოძიება დასრულდება და შახტები გაიხსნება, დაპირებულ ხელფასებს ნამდვილად მივიღებთ”, -განაცხადა ერთ-ერთმა მეშახტემ.
კომენტარები