ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი“. უკვე განხორციელდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქალაქის მერია ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად არხები გახსნილია, ზღვაზე შტორმი არაა და შეუფერხებლად ხდება წყლის მიღება.
„უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩებში არსებული სანიღვრე ჭების ცხაურების გაწმენდა. მიუხედავად ამისა, ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, სააკაძის, ს. ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის ქუჩების მცირე მონაკვეთები. თითოეულ შემთხვევაზე განხორციელდა სწრაფი რეაგირება, პრობლემურ მონაკვეთებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები“,- ნათქვამია განცხადებაში.
საჭიროების შემთხვევაში, ბათუმის მერია მოქალაქეებს მიმართავს, დარეკონ „ცხელი ხაზის“ ნომრებზე: 27 26 06; 24 22 22.
ბათუმში, დილიდან გადაუღებლად წვიმს. ძლიერი ნალექის გამო, ქალაქის უმეტესი ნაწილი დაიტბორა. გადაადგილება პრობლემურია, როგორც ქვეითებისთვის, ისე ავტომობილებით.
ბათუმის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
2016/07/08 16:15:22
კომენტარები
ნანახია: 2047 ჯერ