გადაუღებელი წვიმის შედეგად ოზურგეთის სოფლებში ადიდებულმა მდინარემ სახიდე გადასასვლელებს მიწა გამოაცალა.
დაიტბორა საკარმიდამო ფართობები. დატბორვა ემუქრება რამდენიმე ოჯახს. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა და სამაშველო სამსახური. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება.
კომენტარები