საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას ეცნობა.
სოფელ სულორში სტიქიის შედეგად 50-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
პრემიერი სოფლის მცხოვრებლებსაც გაესაუბრა და მათ დახმარებას დაპირდა.
პრემიერ-მინისტრმა, სტიქის გამო, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გადადო.
გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შემდეგ არსებულ ვითარებას სამეგრელოს რეგიონშიც გაეცნობა.
პრემიერთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი კახკი კალაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კომენტარები