ნატო და აშშ დაეხმარებიან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვარშავაში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ გავაკეთებთ მეტს, რომ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ჩრდილოეთ აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და საქართველომდე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში”, – განაცხადა ბარაკ ობამამ პოლონეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბარაკ ობამამ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზეც ისაუბრა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს სამიტს მონტენეგრო ესწრება, რაც ნიშნავს, რომ ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები