„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი აგნეს კალამარი აცხადებს, რომ ირანის მიმართ ტრამპის მუქარა ამაზრზენი გზავნილია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კალამარი წერს, რომ ელექტროსადგურების და ხიდების განადგურებით პირველ რიგში ირანის მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან.
„რა ამაზრზენი გზავნილია. ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურების შედეგად პირველ რიგში ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან. ელექტროენერგია, გათბობა და წყალი აღარ იქნება, თავდასხმებისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება. პოტენციურად კასკადური ომის დანაშაულები. ეს არის დონალდ ტრამპი, მთავარსარდალი“, – აცხადებს აგნეს კალამარი.
კომენტარები
