შეერთებული შტატების მუქარა ენერგოობიექტებზე თავდასხმის შესახებ ვაშინგტონის მხრიდან სამხედრო დანაშაულების აღიარებაა, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აბას არაღჩის თქმით, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან ახორციელებდა ირანის სამრეწველო-ენერგეტიკულ, ბირთვულ, სასწავლო და სამედიცინო ობიექტებზე დარტყმებს, რასაც გაეროს უშიშროების საბჭომ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს.
კომენტარები
