თელავში ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი არასრუწლოვანია. დაშავებულია ორივე ავტომობილის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა ავტომობილებიდან დაშავებულები გამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
კომენტარები